სადოქტორო პროგრამის დასახელება: კონფლიქტოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კონფლიქტოლოგიის დოქტორი
დადგენილების ნომერი №54355 (დანართი №257)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გუგული მაღრაძე, პროფესორი რევაზ ჯორბენაძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს მოტივირებული და პასუხისმგებლიანი სპეციალისტები კონფლიქტების ანალიზის და მართვის სფეროში დარგის თანამედროვე თეორიული ცოდნისა და კვლევითი სიახლეების ინტეგრირებით;
გამოუმუშაოს დოქტორანტებს კონფლიქტების დარეგულირების სფეროში კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული უნარ-ჩვევები, როგორიცაა: კონფლიქტების პრევენციის, მოლაპარაკებების წარმართვის, მედიაციის, ფასილიტაციისა და სხვა ალტერნატიული პრაქტიკული უნარ - ჩვევები;
ხელი შეუწყოს დოქტორანტებს კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის, მშვიდობის მშენებლობის და შენარჩუნების სფეროში სამეცნიერო კვლევების წარმოებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში;
მოამზადოს დოქტორანტები სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისთვის, რათა მათ შეძლონ ერთი მხრივ, დარგის მომავალი სპეციალისტების მომზადება, ხოლო მეორე მხრივ, წვლილი შეიტანონ დარგისა და სოციუმის განვითარებაში პრაქტიკული საქმიანობით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა „კონფლიქტოლოგიაში“ ან სხვა სპეციალობაში
უცხოური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დადასტურება გამოცდით ან შესაბამისი სერტიფიკატით);
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სადოქტორო - კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსის) წარმოდგენა;
ზეპირი გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორის სადოქტორო კვლევითი პროექტზე - პროსპექტუსზე).
გასაუბრება სპეციალობაში არის 100 ქულიანი და წარმოადგენს აპლიკანტის საბოლოო შეფასების 100%-ს; საიდანაც 40 % არის პროსპექტუსის წონა, ხოლო 60 % კი - კონკრეტულად გასაუბრების, საიდანაც ვლინდება თუ რა ცოდნისა და უნარების მატარებელია აპლიკანტი.
ცოდნა და გაცნობიერება:
კურსდამთავრებული:
კრიტიკულად და სიღრმისეულად აანალიზებს კონფლიქტების მართვის სფეროში უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კონცეფციებს და პარადიგმებს;
კრიტიკულად აფასებს და კომპლექსურად განაზოგადებს კონფლიქტების სფეროში არსებულ უახლეს თეორიებს და მიდგომებს ინტერდისციპლინური რაკურსით;
განსაზღვრავს დარგში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის როლს, ახალი ცოდნის შეძენისა და ინოვაციური კვლევის მეთოდების დაუფლების მნიშვნელობას.
უნარები
კურსდამთავრებული:
დამოუკიდებლად გეგმავს, წარმართავს და უძღვება დარგთან დაკავშირებულ ინოვაციურ და საზოგადოდ, მეცნიერულ და გამოყენებით კვლევით საქმიანობას;
არჩევს საკვლევი სფეროსთვის ადეკვატურ კვლევით სტრატეგიას, მეთოდს და განმარტავს მოპოვებულ სამეცნიერო მონაცემებს;
შეიმუშავებს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ ახლებურ კვლევით და ანალიტიკურ მეთოდებსა და მიდგომებს;
ავითარებს ახალ იდეებს კონფლიქტოლოგიის დარგში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის საფუძველზე სწავლა-სწავლების და პროფესიული საქმიანობის, მათ შორის კვლევის პროცესში;
შეისწავლის სიღრმისეულად მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, კრიტიკულად და სიღრმისეულად აანალიზებს მიმდინარე პროცესებს თანამედროვე კონცეფციების ჭრილში და შეიმუშავებს დარგისთვის შესაბამის რეკომენდაციებს;
წარადგენს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ დასკვნებს, როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად, მონაწილეობს თემატურ დისკუსიაში აკადემიურ და არაკადემიურ საზოგადოებისთან.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებული:
მოქმედებს პროფესიული ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალსიწინებით;
მონაწილეობას იღებს კულტურათა შორის დიალოგის მიმდინარეობის პროცესში და აღიარებს კულტურათა მრავალფეროვნებას;
კონფლიქტოლოგიის დარგის აქტუალურ საკვლევ საკითხზე დამოუკიდებლად, ავტონომიურობის მაღალი ხარისხით, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, გეგმავს და ახორციელებს კვლევით პროექტებს;
აკადემიური/პროფესიული საქმიანობისას წარმოადგენს ორიგინალურ მეთოდებს/მიდგომებს და საკუთარი წვლილი შეაქვს კონფლიქტოლოგიის დარგის განვითარებაში.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:
ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
დისკუსია/დებატები – დოქტორანტთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ასამაღლებლად, კრიტიკული აზროვნების (ალტერნატიული თვალსაზრისების გამოვლენა, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების, შეფასების წარმოჩენა, ერთი თვალსაზრისის სხვადასხვა პოზიციიდან შეფასება, პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის ალტერნატიული გზების გამოვლენა/შეფასება) განსავითარებლად, კამათის კულტურის ჩამოსაყალიბებლად პროფესორი წარმართავს დისკუსიას და პერიოდულად ერთვება მასში;
წიგნზე მუშაობა - თეორიული მასალების (სალექციო და საპრეზენტაციო) დამუშავება;
წერითი მუშაობა - წერითი კოლოკვიუმების შესრულება, ესსეს დაწერა, საპრეზენტაციო ტექსტის, აგრეთვე, კვლევითი დავალების წერილობითი ფორმით მომზადება;
შემთხვევის ანალიზი (Case study) - კროსკულტურულ კვლევებზე დაყრდნობით ლექციაზე კონკრეტული კულტურალური შემთხვევების განხილვა; მეთოდთა სწავლებისას კონკრეტული კვლევების განხილვის საფუძველზე მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ასპექტების რეფლექსია;
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - პრობლემის დასმა და გამოყენება საწყის ეტაპად ახალი ცოდნის მიღებისა და კონტექსტუალიზაციისთვის;
გონებრივი იერიში (Brain storming) - დოქტორანტებში შემოქმედებითი მიდგომის განსავითარებლად, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული აზრების, იდეების გამოვლენის, გენერირებისა და ვერბალიზაციის ხელშეწყობა.
ელექტრონული სწავლება (E-learning)
პროფესორის მიერ ერთი ან რამდენიმე მეთოდის გამოყენება ხდება სასწავლო-კვლევითი ამოცანის შესაბამისად.
დასაქმების სფეროები
უპირველესად პროგრამა ამზადებს სამეცნიერო მკვლევარებს და სწავლების სხვადასხვა საფეხურის პედაგოგებს თავისი კომპენტენციის ფარგლებში;
რადგან მათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციაში, შესაბამისად, შეუძლიათ იმუშაონ ყველა სფეროში, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენცია, მოგვარება, მართვა (მაგ.: სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები; ადგილობრივი თემი; სასწავლო დაწესებულებები და სხვა).